სასწავლო პროექტი

ძველი ქართული და თანამედროვე კერამიკა

მთავარი იდეა: მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგის შესახებ ცოდნის შეძენა. პროექტის მონაწილენი იკვლევენ კერამიკის ისტორიას, მისი შექმნის ტექნოლოგიებს. მოსწავლეები გააკეთებენ ელ.პრეზენტაციას.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ეწვევიან მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, გაეცნობიან იქ დაცულ ძველ ექსპონატებს, გადაიღებენ ფოტო–სურეთებს,  გაეცნობიან კერამიკის გამოწვისა და მოხატვის პროცესს ისტ–ის  გამოყენებით.

მიზნები : დამხმარე ლიტერატურით ,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს. კერამიკული ნაკეთობების და მასალების ძირითადი ჯგუფების დადგენა. ინფორმაციის მოძიება კერამიკულ ნაკეთობათა წარმოების ძირითადი ოპერაციის შესახებ. მოძიებული მასალის გამოფენა. ოჯახებში კერამიკული ნივთების მოძიება.  კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევების გამომუშავება.

მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა : 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის აქტიური მონაწილენი  ცოდნას შეიძენენ ისტორიაში, ხელოვნებაში.  თანატოლებს გაუზიარებენ მოპოვებულ ინფორმაციას, დაამზადებენ სლაიდებს, გააკეთებენ სტენდს.

პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი,  კომპიუტერი, დიდი ფორმატის ქაღალდი, მარკერები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1. კლასში თემის არჩევა და ჯგუფებად ჩამოყალიბება.
აქტივობა 2. კენჭისყრა.  ერთი ჯგუფი იმუშავებს ძველი ქართული კერამიკის თემაზე, მეორე ჯგუფი იმუშავებს თანამედროვე ქართული კერამიკის თემაზე.
აქტივობა 3. ჯგუფები შეიმუშავებენ გეგმას საპროექტო თემის განხორციელებისათვის. განაწილდება წევრებს  შორის ფუნქციები,  ერთი ნაწილი მოიპოვებს მათთვის საინტერესო მასალას ინტერნეტის მეშვეობით.  მეორე ნაწილი მოიპოვებს ფოტო მასალას სტენდისათვის.
აქტივობა 4 .მოსწავლეების მიერ შეირჩევა პასუხისმგებელი პირი  რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფის მიერ წარმართულ საქმიანობას.
აქტივობა 5. პრეზენტაციის  დროს ჯგუფის წევრები შეარჩევენ ჯგუფის პრეზენტატორს.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია VII – 10. მოსწავლეებს შეუძლია მსჯელობა  კულტურის შემადგენელ  ნაწილებზე.

პროექტის  ხელმძღვანელი /მასწავლებელი/: ლალი ქურიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:laliquridze@gmail.com